Startup Pre-accelerator

 

Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას პრე-აქსელერაციის პროგრამაზე.

 

პროგრამა ხორციელდება Entrepreneurship Academy-ს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით და მიზანად ისახავს, ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობას.

 

პროგრამაში ჩაერთვება 20-მდე ადგილობრივი სტარტაპი, რომლებიც განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი გუნდი,  მზად აქვთ პირველადი MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე ჩამოყალიბებული იდეა და სამოქმედო გეგმა სტარტაპის წამოსაწყებად.

 

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://cutt.ly/Rkn90hz

 

პრე-აქსელერატორი გრძელდება 2 თვეს და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:

 

  1. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან
  2. თემატური სამუშაო სესიები
  3. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული stand-up
  4. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა
  5. დემო დღე

 

პრეაქსელერაციის ფარგლებში სტარტაპები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:

  • პროდუქტის განვითარება და მომხმარებლის სეგმენტაცია
  • მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები
  • ბიზნესმოდელი და ფინანსები
  • ფიჩინგი და ფანდრაიზინგი

 

პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:

  • ფასეული შეთავაზება (value proposition)
  • ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი
  • ფინანსური გეგმა
  • საკომუნიკაციო სტრატეგია
  • ბაზარზე შესვლის სტრატეგია
  • ფიჩდექი
  • საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად

 

პროგრამას გაუძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 8 თებერვალი – 1 მარტი – აპლიკაციების მიღება
  • 1 მარტი – 7 მარტი – მონაწილე სტარტაპების სელექცია
  • 15 მარტი – 21 მაისი – პრეაქსელერაცია
  • 21 მაისი – დემო დღე

 

დემო დღე

პრე-აქსელერატორის ბოლოს, მონაწილე სტარტაპები წარდგებიან დემო დღეზე, ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.