Loading Events

Meet Investor – შეხვედრა სტარტაპ საქართველოსთან

Date
May 4th
Time
8:00 - 17:00
Location
impact hub tbilisi
Price
Free

Enter • ენთერი შეხვედრების კიდევ ერთ სერიას გთავაზობთ; საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა როგორც დონორების, ასევე ბიზნესის და სამთავრობო სექტორის მხრიდან სტარტაპების დასახმარებლად, თუმცა ხშირად მსგავსი ინფორმაცია არ მიდის სწორ ადრესატამდე.
სწორედ ამიტომ, თვეში 2-ჯერ გაიმართება შეხვედრა ინვესტორებთან/დონორებთან/საინტერესო პროგრამების ორგანიზატორებთან, რომლებიც გააცნობენ ახალბედა და გამოცდილ სტარტაპერებს არსებულ შესაძლებლობებს, კონკურსებს, პროგრამებს საქართველში და ასევე საზღვარგარეთ.

პირველ შეხვედრაზე სტარტაპ საქართველოს წარმომადგენელი, ანი გულედანი მოგიყვებათ, თუ როგორ ეხმარება ფონდი დამწყებ სტარტაპებს, რა კრიტერიუმები და წარმატების ისტორიები აქვთ, და როგორ უნდა მიიღოთ დაფინანსება.

შეხვედრა გაიმართება Impact Hub Tbilisi-ში 2 მაისს, 17:00 საათზე. დასწრება თავისუფალია, თუმცა დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 1 მაისის ჩათვლით
https://goo.gl/forms/4AsrurhFuCS898f62

See other Events