Loading Events

DIY – კრეატიული აზროვნება და იდეების გენერირება

Date
May 4th
Time
18:00 - 19:30
Location
impact hub tbilisi
Price
Free

Enter • ენთერი ტრენინგების სერიას DIY – Do It Yourself იწყებს!

ტრენინგების ციკლი 30 აპრილს დაიწყება და ყოველ ორშაბათს საღამოს 6 საათზე უმასპინძლებს მონაწილეებს, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეა და სურთ მისი განვითარება და ბიზნეს პროდუქტად ქცევა.

სატრენინგო პროგრამა იგეგმება http://diytoolkit.org/ სახელმძღვანელოს მიხედვით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. იდეების გენერირება
2. სწორი ხედვის ჩამოყალიბება
3. ბაზრის ანალიზი და მომხმარებელთან ურთიერთობა
4.შესაძლებლობების ანალიზი
5. ინოვაციური პროდუქტის შექმნა
6. გუნდის სწორი მართვა და ინოვაციური მენეჯმენტი
7. პროცესების მართვა
8. იდეის წარდგენა და ფონდების მოძიების კრეატიული გზები.

პირველ ტრენინგს, რომელიც შეეხება კრეატიულ აზროვნებასა და იდეების გენერირებას, ჩაატარებს გიორგი ყანჩაველი, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის www.skills.ge დამფუძნებელი, ლემონდუ ბიზნესის საოპერაციო დირექტორი.

ტრენინგში მონაწილეობას აქვს სიმბოლური საფასური: 1 ადამიანის დასწრება = 1 ნებისმიერი სასმლის შეძენას დაივ ბარში.

ყველა მონაწილეს, რომელიც დაესწრება 5 შეხვედრას, გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ტრენინგებს გაუძღვებიან მეწარმეობის დარგში ყველაზე გამოცდილი ტრენერები და სტარტაპერები.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 28 აპრილამდე:
https://goo.gl/forms/xazm11WY1iSWt5R32

See other Events